დასჯილი ხელოვანები – სააკაშვილის მხარდამჭერი მომღერლები საახალწლო კონცერტში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

ხელოვანების დევნა საბჭოთა მეთოდებით – მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებელ პეტიციაზე ხელმომწერი მომღერლები ქვეყნის ცენტრალურ საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებენ. თბილისის მერმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ხელოვანები დასაჯა და ასპარეზი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კარის მომღერლებს დაუთმო.

ბუბა კიკაბაძე, ნინო ქათამაძე, გიორგი უშიკიშვილი, ლელა წურწუმია, სტეფანე,  ნოდიკო ტატიშვილი – ეს იმ მომღერლების სიის ნაწილია, რომელთაც დისკრიმანიაც კახი კალაძემ მოახდინა. ის, რომ საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობა მათ არ შესთავაზეს, მომღერლებს არ გაჰკვირვებიათ.

ცვლილება შეეხო საახალწლო ღონისძიების რეჟისორსაც. ამჯერად დათო დოიაშვილის ნაცვლად ღონისძიებას ,,ქართული ოცნების”  პიარმენეჯერი, ბაკურ ბაკურაძე, დაგეგმავს.

ახალი წლის საღამოს რეჟისორმა სიაში თავიდან არც ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე ჩასვა. ,,პირველების” ინფორმაციით, დიდი გარჩევის შემდეგ ბაკურაძეს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. თუმცა პირად საუბრებში მის გარემოცვასთან არ დაუმალავს, რომ მომღერლების დაბლოკვის მიზეზი მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერა იყო.

ახალი წლის გალა კონცერტზე მონაწილეობას 300 მომღერალი მიიღებს, თუმცა მათი კონკრეტული სია ჯერჯერობით უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share