“ქვეყანას მართავს ფეოდალი, რომელსაც მოსახლეობა არ ადარდებს”- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, არმაზ ახვლედიანმა ტვ პირველზე გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა.
“ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის არის სამართლიანი წესრიგის დამყარება.ამაზეა დაფუძნებული ყველაფერი. როდესაც მთავრობა შენი არჩეული არაა და თავსმოხვეულია, როდესაც მინისთრები არიან არა შენი ქვეყნის მინისტრები, არამედ ერთი კაცის მინისტრები.ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს რომ ამდენი გაჭირვების შემდეგ, ქვეყანას მართავდეს კვლავ ფეოდალი, მას არ ადარდებს ხალხი, არც მათი ბიზნესები. მას არც კანონი, არც პოლიტიკა ადარდებს. ძალიან რომ არ დაგვიანდეს, დღეს უნდა ვუთხრათ არანორმალურ, თვითმარქვია ხელისუფლებას რომ ის უნდა შეეშვას საქართველოს მართვას…”- განაცხადა ახვლედიანმა.