საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის შედეგად 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალებას ადასტურებს თავად გარდაცვლილის მამა, მხატვარი რატი თორდია.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გოგონა მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში გადიოდა. მას შემდეგ, რაც მას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.