რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ხალხმრავლობის გამო ჩაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კოლონები,მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები პარლამენტის წინ სხვადასხვა ადგილებიდან მივიდნენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა. დღეს, 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა. 54 წლის იუბილეს ის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ტყვეობაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხვდება.