სააკაშვილის გასათავისუფლებლად გამოცხადებულ საყოველთაო შიმშილობას ლანჩხუთელი დეპუტატი უერთდება

რამდენი წუთის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გამოცხადებულ საყოველთაო შიმშილობას ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა შეუერთდება. ამის შესახებ ასკურავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:

“წავიდა უვადო შიმშილობა, ვიდრე რეჟიმი უკან არ დაიხევს, ორგანიზმი გაქაჩავს და მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფებს პუტინის ტყვეობიდან Maiko Tsintsadze ბავშვებს მიხედე ❤️ #თავისუფლებამიშას”-წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share