მასობრივი შიმშილობის აქცია – ამ წუთებში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან პარტიის წევრები და მხარდამჭერები კარვებს შლიან.
სწორედ ამ კარვებში წარიმართება შიმშილობის პროცესი მანამ, სანამ, როგორც ისინი ამბობენ, არ გათავისუფლდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
მასობრივი შიმშილობის დაწყება ცოტა ხნის წინ ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააანონსა. უკვე ცნობილია, რომ შიმშილობას იწყებს თავად ნიკა მელია. შიმშილობის დაწყების თაობაზე განაცხადა პარტიის წევრმა გია ბარამიძემაც.