შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი და ყველაზე მშვიდობიანი აქტი, არ გვინდა, ხელი შეეშალოს მოლაპარაკების პროცესს – ხაბეიშვილი

ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი და მათ შორის, ყველაზე მშვიდობიანი აქტი. მისი განმარტებით, პარტიას არ სურს, ხელი შეეშალოს რაიმე მოლაპარაკების პროცესს.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ეს იქნება, სავარაუდოდ, ყველაზე გრძელვადიანი შიმშილობა, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ.

” ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ყოველდღიურ რეჟიმში აქვს პრობლემა და სანამ იქნება პოლიტიკური კრიზისი, მანამდე არ ეშველება არც ეკონომიკას, არც სოციალურ მიმართულებას და არაფერს, სანამ ეს კრიმინალური მთავრობა მართავს ამ სიტუაციას ისე როგორც მას უნდა, უსამართლოდ, ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება. ამიტომ ეს ყველაზე მძიმე აქტი, რომელიც დაიწყო პარტიამ და კონკრეტულ ადამიანებს აქვთ მიღებული გადაწყვეტილება, რომ იშიმშილონ და ყველაზე დიდი შიმშილობა იქნება ასეთი ეჭვი მაქვს, მანამ სანამ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. როცა შევთანხმდებით თამაშის სამართლიან წესებზე, მაშინ ეშველება ჩვენს ქვეყანას და მოქალაქესაც, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ რა დოზით უნდა იყოს ხელისუფლებაში და არა ისე, რომ არჩევნებს გვართმევენ ყველა ჯერზე, როცა მოესურვებათ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას აცხადებენ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება – აღნიშნული ინიციატივა დღევანდელ აქციაზე პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააჟღერა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share