“თავისუფლება მიშას” – ბერლინში ქართველმა ემიგრანტებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ამ ფორმით, მათ მესამე პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცეს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს 21 დეკემბერს აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზეც გაიმართა. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თქვა, რომ დღეიდან აქტიური საპროტესტო მოქმედებები იწყება და მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, მასობრივი შიმშილობა გამოაცხადა.