დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 072, ხოლო გარდაიცვალა — 52 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 153 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 28 160, PCR-ით — 16 993.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,07%, ბოლო 14 დღის — 6,58%, ბოლო 7 დღის — 6,19%.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 916 477-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 869 411, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 13 221 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა;
- აჭარა — 204;
- იმერეთი — 437;
- ქვემო ქართლი — 120;
- შიდა ქართლი — 174;
- გურია — 99;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი — 184;
- კახეთი — 147;
- მცხეთა-მთიანეთი — 66;
- სამცხე-ჯავახეთი — 50;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819 საიდანაც 5 488 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 350 პირი, 1 001 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 27 330 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 21 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 25 298 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 430 ადამიანი.