“ასეულობით ახალი ადამიანი უერთდება მასობრივ შიმშილობას მთელ საქართველოში…თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი”-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მყოფ მოშიმშილეებს მიმართავს:
“რაც გავიგე, ასეულობით ახალი ადამიანი უერთდება მასობრივ შიმშილობას მთელ საქართველოში.
თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი. ქვეყანას, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, დამარცხება და გაქრობა არ უწერია”.
მიხეილ სააკაშვილი
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო შიმშილობა დაიწყეს. პარტიის ოფისთან ათზე მეტია კარავია გაშლილი. ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მასთან ერთად პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 300-ზე მეტი ადამიანი მიმართავს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share