ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა საყოველთაო შიმშოლობის დაწყებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს ეხმაურება და წერს:
მიხეილ სააკაშვილის თავისუფალება არ ნიშნავს მხოლოდ მის ფიზიკურ გათავისუფლებას, მიშას თავისუფალება ნიშნავს იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას რომელზეც უკვე მე-9 წელია ტრიალებს ეს ქვეყანა. მიშას თავისუფალება ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის ტოტალიტარული მმართველობის დასასრულის დასაწყის. მიშას თავისუფალება ღირსებისა და პატივის დაბრუნებაა, რომელიც აყარა “ქართული ოცნების” მმართველობამ წლების განმავლობაში საქართველოს როგორც სახელმწიფოს. მიშას თავისუფალება იმ ბალანსის აღსადგენადაა აუცილებელი, რაც წლების განმავლობაში იყო უკანონოდ დარღვეული და მიტაცებული ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ესაა ასობით მოშიმშილის მიზანი და არა ქოცების სამარცხვინო ნარატივი თითქოს ვინმე ვინმეს ფანია. ნინო წილოსანს გაუკეთებია რაღაც ამდაგვარი კომენტარი. სასაცილო კია სატირალი რომ არ იყოს, ქოცი რომ ვინმეს, ბრმა მორჩილებაზე პედალირებს. იმ პარტიის წარმომადგენლები, რომელიც მთელი მათი არსებობის პერიოდში ერთ კაცზე არიან აგებულები და თან მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ერთ კაცსს აქვს მხოლოდ დიდი ფული და არანაირი ხედვა, ქვეყნის სიყვარული, სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ხალხის წინაშე. გამოაცალე ივანიშვილს მილიარდები და მისგან სახელი და გვარი დარჩება მხოლოდ, ხოლო “ქართული ოცნება” როგორც მაისის თოვლი ისე გადნება ქართული პოლიტიკის ჰორიზონტიდან. როდის იყო უსულგულო თოჯინას გული სამშობლოს სიყვარულით უთბებოდა და სხეული სამშობლოს ტკივილით ეწოდა?!