გუშინდელ აქციაზე ნიკა მელიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საყოველთაო შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, გივი ცინცაძე შეუერთდა.
ენმ-ის მთავარი ოფისის ეზოში გაშლილ კარვებში, ამ დროისთვის ასობით ადამიანი შიმშილობს, მათ შორისაა, ასევე ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, კახა ასკურავა.
შეუერთდება თუ არა გურიიდან მოშიმშილეებს პარტიის სხვა ლიდერები და მხარდამჭერები, ეს ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობია.