პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია საქართველოს პატრიარქს საპატრიარქოში შეხვდა, როგორც გახარიამ თქვა, მან ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილე მიულოცა. შეხვედრის დეტალებზე გახარიას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.
რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ, მან პირველად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და თქვა, რომ ახლა ქვეყანაში “პოლიტიკურ პროცესში განსაკუთრებული არაფერი ხდება”.
“ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში, მოგეხსენებათ ახალი პარტია გვაქვს და ბევრი საქმე და სამუშაოა, ამიტომ, ბევრი გვიწევს რეგიონებში ხალხთან მუშაობა, თან განსაკუთრებული ახლა პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები, დღეს არის პრიორიტეტი, როცა ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ”,-თქვა გიორგი გახარიამ.