ორი საათია, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობა უშუქოდაა დარჩენილი.
როგორც მერის წარმომადგენელი გრიგოლ ძიძიშვილი “გურიის მოამბეს”-თან ამბობს, სოფელში ამ წუთებშიც ენერგო კომპანიის წარმომადგენლები მუშაობენ და დაზიანებული ხაზების აღდგენას ცდილობენ:
“თითქმის ორი საათია სოფელში შუქი არაა. ახლაც მუშაობს ენერგო პრო ჯორჯიას ბრიგადა და ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მოსახლეობისალთვის შუქის მიწოდება.ერთ ადგილზე ხე წაიქცა და დააზიანა სადენები, როცა ჩართეს შუქი “ზამეკანია” მისცა, მერე სხვა ადგილზეც იყო დაზიანება. იმედია, ახალი პრობლემა არ იჩენს თავს და ჩაირთვება შუქი”-გვითხრა ძიძიშვილმა.