კორონავირუსის ახალმა შტამმა – ომიკრონმა საქართველოშიც შემოაღწია და სწრაფი გავრცელება დაიწყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ომიკრონს შემაშფოთებელი უკვე უწოდა და გლობალურ საფრთხეებზე ღიად ალაპარაკდა. 160 ქვეყანას შორის, სადაც ვირუსი უკვე მოდებულია, ერთ-ერთი საქართველოა. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ მალავს რომ საფრთხეები დიდია და ახალი შტამის პირველ დარტყმას ქვეყანა უკვე რამდენიმე კვირაში მიიღებს.
ქვეყანაში ომიკრონის 24 ლაბორატრიულად დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა მათი კონტაქტების რაოდენობა გაცილებით მაღალია.
კორონავირუსის დადასტურების პირველი შემთხვევიდან 2 წლის თავზე მსოფლიო და საქართველო ახალ რეალობაში აღმოჩნდა. ქვეყნების უმრავლესობას ერთი-მეორეს მიყოლებით შემოაქვთ ახალი რეგულაციები და კვლავ გლობალურ საფრთხეებზე საუბრობენ. ამ ფონზე კი, ქართული ოცნების ხელისუფლება შიდა გარჩევებით არის დაკავებული. საკოორდინაციო საბჭოს არ ესწრება ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი.