საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, მაკა ჩიჩუა მთავრობის გადაწყვეტილებას მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით სამარცხვინოს უწოდებს. ყოფილი პირველი ლედი თვლის, რომ ხელისუფლება ხალხს უტიფრად ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაიაფდა.
”აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, ყოველ წელს მეტი და მეტი ტყუილია და არჩევნების დროს გვირგვინდება იმით, რომ გვპარავენ არჩევნებს. ადამიანები, რომლებმაც აღარ დაიჯერეს და აღარ უნდოდათ ამ რეალობაში ყოფნა, მივიდნენ , მისცეს ხმა კოალიციურ ოპოზიციას და აი, მივედით იქამდე, რომ დღეს კიდევ ერთხელ სამარცხვინოდ, თავხედურად , უტიფრად უკვე ტრანსპორტიც გაძვირდა. ” არა, უფრო იაფდებაო” გვიმტკიცებენ. ადამიანებს უმტკიცებენ, რომელთათვის ტრანსპორტის არის გადაადგილების ერთადერთი საშუალება. ამ ადამიანებს არ ჰყავთ მანქანები. ისინი მოძრაობენ მეტროთი, ავტობუსებით და სად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველ თე 150, 250 ლარი იხადო. ასე ერთჯერადად როგორ უნდა გადაიხადოს ადამიანმა?” – თქვა ჩიჩუამ.