აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ორივე მათგანი ქობულეთის სამედიცინ ოცენტრში იმყოფებოდა.
55 წლის ქალი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა 6 ოქტომბერს. „დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადებები“ – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
მეორე გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს პირველ ოქტომბერს. „დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, 4-ხარისხის სიმსუქნე, ჰიპერტონული დაავადებები. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – აღნიშნულია დიაგნოზში.
ბოლო 24 საათში საქართველოში 6 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
მსგავსი სტატიები
- 41
დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 7 პაციენტიდან 3 აჭარიდანაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ერთი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. გარდაცვლილ პაციენტთაგნ ერთი 68 წლის კაცია, მეორე 51 წლის, მესამე კი 67 წლის ქალი ქობულეთიდან. აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსის გარდა შაქრიანი დიაბეტი ,ინსულინდამოკი - დებული, გულის ქრონიკული უკმარისობა, დეკომპენსაცია და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.…
- 38
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის, #59-ე საოლქო-საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის, თქმით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. "24 საათის განმავლობაში, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 65 და 85 წლის კაცები. 65 წლის კაცი 59-ე…
- 30
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში კორონავირუსით გარდაიცვალა. უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. "გარდაცვლილი…
- 30