1-ლი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება. სამი რეგიონი ქვეყნისთვის კვლავ ცხელ წერტილად რჩება.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში-623, იმერეთში-392, ქვემო-ქართლში -139, შიდა ქართლში-127, გურიაში-152, სამეგრელო-ზემო სვანეთში-237, კახეთში-253, მცხეთა-მთიანეთში-126, სამცხე-ჯავახეთში-72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43.
დღეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას კიდევ 3 759 შემთხვევა დაემატა, ასევე გამოჯანმრთელდა 3 574 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 36.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2104, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 6383.