რაა გაუგებარი? ჩვენ შეერთებული შტატების საზღვრებთან რაკეტებს ვანთავსებთ? არა. ეს არის აშშ, რომელიც ჩვენი სახლის ზღურბლამდე მოვიდა თავისი რაკეტებით. როგორ მოიქცეოდნენ ამერიკელები აშშ-კანადის, ან მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე რაკეტები რომ განგვეთავსებინა. რა, მექსიკასა და აშშ-ს ტერიტორიული საკითხები არ ჰქონიათ? ვის ეკუთვნოდა კალიფორნია? ტეხასი? დაგავიწყდათ? კარგი, ყველაფერი მიწყნარდა, ამის შესახებ აღარავინ აღარაფერს იხსენებს, ისე როგორც ყირიმზე იხსენებენ, მშვენიერია. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ არ გავიხსენოთ თუ როგორ შეიქმნა უკრაინა. ვინ შექმნა ის? ლენინმა, ვლადიმირ ილიჩმა,როცა საბჭოთა კავშირს ქმნიდა. კავშირის 1922 წლის შეთანხმებითა და 1924 წლის კონსტიტუციით, მართალია მისი სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მისი პრინციპებით შეიქმნა”.