ოზურგეთის მერიას ქალბატონი დახმარებას სთხოვს, ფეისბუქ სახელით- ბელუსი ბელუსი ავთანდილ თალაკვაძის გვერდზე, ნაძვის ხის ფოტოების ქვემოთ კომენტარებში წერს, რომ მას გათბობას მერის მოადგილე დაპირდა, თუმცა ამ დრომდე მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რის გამოც ბავშვი სიცივეში ჰყავს.
კომენტარს, რომელიც მერის გვერდზე დაიდო უცვლელად გთავაზობთ:
“ერთ რამეს გთხოვ და გპირდები მეტს აღარ შეგაწუხებ ჩემო კარგო, ავთანდილის მოადგილე მპირდება რაღაცას ვიზამო ამ დაპირებაში კი გადის დროს გთხოვ ბელა ავთანდილ თალაკვაძესთან მიმიწვდინე ხმა გემუდარები ამინდები აირია თოვს საშინლად ცივა შვილს გეფიცები თელი დღე ვწევართ ლოგინში მე და ბავში პატარა ისევ გამიცივდა წამლებიც აღარ მაქვს ბავშვს ყელი გაუღიზიანდა სიცივიდან გუშინ ისეთი ყინვა იყო არ ვიცი რა არაფერს არ ვთხოვ მთავრობას დახმარებას გარდა გათბობისა მართლა ისეთ დღეში ვარ ბავშვი მეყინება ღმერთს გეფიცები თუ შეძლებენ რომ მარტო გათბობით დამეხმარონ”,-წერს ქალბატონი ოზურგეთის მერის მიერ გავრცელებული საახალწლო ნაძვის ხის ფოტოების ქვემოთ კომენტარებში.
კომენტარს სოციალურ ქსელში არც ერთი ოფიციალური პირი არ გამოხმაურებია, იციან თუ არა ამ ქალბატონის მდგომარეობის შესახებ და აპირებენ თუ არა მას რაიმე ტიპის დახმარება გაუწიონ, ამ კითხვით მერიის პრესცენტრს მივმართავთ, თუ რა თქმა უნდა პასუხის გაცემას მოახერხებენ.