საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტები ერთმანეთს ორშაბათს, 27 დეკემბერს, შეხვდებიან

ორშაბათი, 27 დეკემბერი, გორის სამხედრო ჰოსპიტალი, საათი უცნობია- ქვეყნის ორი პრეზიდენტი საკნად ქცეულ პალატაში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდება. მრავალწლიანი პოლიტიკური მტრობის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც  გიორგი მარგველაშვილი მის წინამორბედს, პატიმარ პრეზიდენტს, შეხვდება.

ინფორმაცია საქართველოს ორი პრეზიდენტის შეხვედრის ზუსტი თარიღის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტით მყოფმა ,,ნაცმოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, გაასაჯაროვა. მისი გადმოცემით, ამ შეხვედრას ორივე პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება.

ნებართვა არსებობს ორშაბათისთვის და მიხეილ სააკაშვილი ელოდება მეოთხე პრეზიდენტთან შეხვედრას, ეს მოლოდინი არსებობს – განუცხადა ,,ტვ პირველს” ეკა ხერხეულიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share