”ადამიანები წამლის საყიდლადაც ვერ გადაადგილდებიან,ვინაიდან სოფლებში არ მოძრაობს არანაირი ტრანსპორტი”-რა ხდება ჩოხატაურის სოფლებში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის მაცხოვრებელი ბაჩო ახალაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დეტალურად აღწერს, თუ რა მდგომარებაა ამ დროისთვის ჩოხატაურის რამდენიმე სოფელში.

როგორც ბაჩო ახალაძის ვიდეოდან ირკვევა, ჩოხატარურის რამდენიმე სოფელს  ბოლო 48 საათია დაზიანების გამო არ მიეწოდება ელექტროენერგია. გაუწმენდავია სოფლის შიდა გზები, რის გამოც გადაადგილება შეუძლებელია და ადამიანები წამლის საყიდლადაც კი ვერ გადაადგილდებიან:

“კოხნარში ორი დღეა საგანგაშო მდგომარეობაა. ამ დრომდე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე გაუწმენდავია სოფლის შიდა გზები, პრაქტიკულად გადაადგილება შეუძლებელია.

სოფელში არიან როგორც ხანდაზმული ადამიანები, ასევე პატარა ბავშვები . პრაქტიკულად ადამიანები წამლის საყიდლადაც ვერ გადაადგილდებიან, ვინაიდან სოფელში არ მოძრაობს არანაირი ტრანსპორტი.

ამ დრომდე არცერთი საჯარო მოხელე, რომელიც პასუხისმგებელია ამ მიმართულებით, არ ჩანს და ასე ბედის ანაბარა ვართ მოსახლეობა.

ანალოგიური მდგომარეობაა საჭამიასერი ზემო ხეთის მიმართულებით.არცერთ აღნიშნულ სოფელში ელექტრო ენერგია არ არის უკვე ორი სრული დღეა და პასუხი არის ერთი და იგივე რომ დაზიანებაა და კეთდება.

რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ მუნიციპალიტეტის არცერთ მაღაზიაში სანთელიც არ იყიდება, რომ აადამიანებს სახლში რაიმე სახის განთება ჰქონდეთ.

და ამ დროს ამ ყველაფრის ფონზე მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს, რომ ზამთარს ჩვენ შევხვდით მომზადებული დ ყველაფერი წესრიგშია, რაც სინამდვილეში ასე არაა.

ასეთი მდგომარეობაა ჩოხატარურის სოფლებში, ჩახერგილი გზები  და არანაირი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.” – ამბობს ბაჩო ახალაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share