რას მოიტანს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა ეროვნული თანხმობისა და შერიგების შესახებ და რას ფიქრობენ გურულები ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებაზე- ჩოხატაურში რამდენიმე ადგილობრივი “მთავარმა” ჩაწერა:
“შერიგებით უფრო მეტი კარგი იქნება, ვიდრე გარიგებით”
“სანამ სააკაშვილი არ გამოვა შერიგებაზე, არავითარი შეთანხმება არ იქნება”
“რაფერ იქნება შერიგება თუ არ გამუუშვენ? რომ გამუუშობენ მერე დაჯდებიენ ერთად და მორიგდებიენ ერთმანეთში”
“უნდა დაიწყოს შერიგება იმით რომ გამუოშვან მიხეილ სააკაშვილი”
“ძაან ცუდად აისახება როგორც ეკონომიკაზე, ისევე ხალხზე. საერთოდ, რა თამაშს თამაშობენ, ვერ ვიგებ”
“უნდა გამოუშვან და შერიგდნენ იმიტომ, რომ ხალხისთვისაა საჭირო. ზურაბიშვილს რა ენაღვლება და მაგენს”
“ნამდვილად შერიგებაა საჭირო. რა თქმა უნდა ესაა გამოსავალი, რომ შეთანხმდნენ პირები. სულ ჩხუბში და დავიდარაბაში ხომ არ ვიქნებით”?
“არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ის, რომ პრეზიდენტს აპატიმრებდნენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის და ნებისმიერი ადამიანის სირცხვილი. ეგეთი რაღაცა არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა საერთოდ”
“ხალხის აზრი უფრო ბევრში არის და შეთანხმებას უფრო მიაღწევ, როცა ასე იქნება რომ ყველა თავის აზრს გამოთქვამს ერთპარტიულობა არ მიმაჩნია მე სწორად”
“შერიგება არის აუცილებელი დღეს, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ და მთლად არ ეიფუნგოს აი ქვეყანა და დაწყნარდეს ცოტა”
“არ გვინდა ზურაბიშვილი საერთოდ, გვინდა სააკაშვილი რომ გამოვიდეს ციხიდან თუ შიგნით იქნება როგორ შერიგდებიან მიკვირს”
“სააკაშვილმა გააკეთა მაგარი რაღაც, საჯავახოში ვერ ჩახვიდოდი ჩოხატაურიდან იმნაირი დანგრეული გზები იყო. ხალხს შუქი არ ჰქონდა, არაფერი არ ჰქონდა და რაღაც ხომ გააკეთა არა? ბოლო ბოლო პრეზიდენტია. შერიგდნენ უნდა, აბა რა უნდა ქნან?”
“მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გვესმის ჩვენ, ვიცით როგორია ყველაფერი, ვიცით, ჩვენ მთავრობის პოზიციაც გვესმის, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და იმ კაცმა იმდენი მაინც გააკეთა,რომ ღირსია იმის რომ გამოვიდეს მაგ მდგომარეობიდან”
“მივესალმები თუ კი შერიგდებიენ, სანამდე უნდა იყოს ასეთი ჩხუბი და დავი დარაბა და აურზაური? დავხოცოთ ერთმანეთი?”
“სააკაშვილი უნდა გაათავისუფლონ და ბოლო ბოლო დაწყნარდება ხალხი. დავიღალეთ ამ ტელევიზორის ყურებითაც, დავიღალეთ. ამ უვარგისმა ცხოვრებამ კიდე ცალკე დაგვღალა”
“აუცილებელად უნდა განთავისუფლდეს სააკაშვილი, ისე არაფერი არ გამოვა”.