დღეს, ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის მიერ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ საახალწლო ნაძვის ხის ფოტოებზე ფეისბუქ მომხმარებელმა-ბელუსი ბელუსიმ შემდეგი შინაარსის კომენტარი დაწერა, რომ მას გათბობას მერის მოადგილე დაპირდა, თუმცა ამ დრომდე მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რის გამოც ბავშვი სიცივეში ჰყავს. კომენტარმა მკითხველებში გაკვირვება გამოიწვია, რადგან ბევრი ოზურგეთელისთვის ცნობილია , რომ ეს ქალბატონი ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფება და არც მცირეწლოვანი შვილი არ ჰყავს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულმა ფეისბუქ-მომხმარებელმა ეს წერილი ქრისტინა სიხარულიძისგან მიიღო, თავად კი დააკოპირა და კომენტარებში ზედმეტი განმარტების გარეშე დადო.
ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ქალბატონი “გურიის მოამბეს” დაუკავშირდა და პატარა განმარტების გაკეთება ისურვა.
მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“მე ბელა ვარ,საქართველოდან შორს მყოფიჩემი ადამიანებისგან მოშორებითძალიან მაწუხებს როცა ადამიანებს უამრავი პრობლემა აქვს,ზოგს შია,ზოგს ცივა,ზოგს სახლი არაა აქვს,მაგრამ სანამ რამეს დაწერთ,ორივე მხარეს დავეკითხოთ,გაჭივრებულსაც და ავტორსაც,იქნებ ასე აფიშირებით სულს უნგრევთ,რატომ ველოდებით მთავრობას??ზოგს მთავრობის წარმომადგენელს არაა აქვს გული,ზოგს კი ორი გული აქვსიქნებ ჩვენ ერთად გავაკეთოთ სიკეთე და არ ვეჯინოთ ხელისუფალს??იქნებ ჩვენ დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და ასე გადავარჩინოთ მშიერი მოსახლეობააქვე ავღნიშნავ ქრისტინაა რომელიც დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა,დაეხმარა ბ.გიორგი ღურჯუმელიძე,მადლიბა მას,დაეხმარა ბ.გიორგი ჯორიკა მადლობა მას,და ეხმარება ბ.თალაკვაძე. დამიკავშირდა თანაშემწე,სანამ რამეს ავაფრიალებთ მანამდე ხომ არ ჯობიაა ზუსტი ინფორმაცია გავიგოთ.სიკეთე გადამდებიაა და მას ზიანი არ უნდა მოყვეს.მადლობააა ყველაა იმ ადამიანს რომელიც გვერდით უდგას შეჭივრებულ ოჯახებს.შობაა ახალ წელს გილოცავთ ჩემო დაუნდებელო ქვეყანაა.”