ეზოში ფოთლების ან ხმელი ბალახის დაწვისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით

არასახიფათო ნარჩენების – ფოთლების, ბაღის, პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,-თბილისის მერია სულ უფრო და უფრო აბედნიერებს მოქალაქეებს.

რაც შეეხება, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

ბოლო ერთ თვეში გარემოსდაცვითი  პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების მუნიციპალურმა  სამსახურმა ნარჩენების მართვის დარღვევის 10 ფაქტი გამოავლინა.

https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share