საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მამის შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს:
“სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე, ექვსი წლის წინ, ზუსტად დღეისწორს, მამაჩემი და მე, პატარა, რძისფერ პალატაში ვიწექით.
– გინდა ახლა ახორში ვიყოთ და ძროხას ვწველიდეთ? – მკითხა უცებ მამაჩემმა.
– არ მინდა! – ვიცრუე მე და ცრემლი ჩავიბრუნე.
– ჩხრრ, ჩხრრ! – წაიჩურჩულა მამაჩემმა და გადაბრუნდა.
და რაც უნდა ლექსები ვწეროთ სიცოცხლეზე, მის სიყვარულზე, ამ მოკლე დიალოგს ვერ გავუსწორდებით. ასე მგონია ახლა, ექვსი წლის შემდეგ, დღეისწორს, საათებით ცოტა გვიან”, – წერს კეკელიძე “ფეისბუქში”.