რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს: ყელის ტკივილი, ხველა, დაბალი ტემპერატურა…

ომიკრონის მიმდინარეობა არის მსუბუქი, წააგავს გაციებას – ეს არის ყელის ტკივილი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი მსუბუქად გამოხატული. შესაძლებელია იყოს ამ დროს ოფლიანობაც და ხანგრძლივობა აქვს ძალიან მოკლე – 3-4 დღის განმავლობაში, ეს სიმპტომები მთავრდება. კიდევ, მას ძალიან მოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვს, ეს არის ადამიანის კონტაქტიდან, დაავადების ნიშნების გამოვლენამდე, თუ პირველი ვარიანტის დროს 14 დღემდე ვთვლიდით ინკუბაციურ პერიოდს, ამ შემთხვევაში, ეს პერიოდი 3-5 დღეა. კონტაქტის შემდეგ, ძალიან სწრაფად ხდება ადამიანი ავად, მაგრამ მისი მიმდინარეობა დელტა ვარიანტისგან განსხვავებით, მსუბუქია.

ძირითადად სამხრეთ აფრიკაში, ომიკრონით ინფიცირებულები 29-დან 30 წლამდე იყვნენ, თუმცა როგორ მოიქცევა ეს შტამი ხანშიშესულებში, ჯერჯერობით დაზუსტებას საჭიროებს

ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share