“ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი” – სტენსილის გამო ორი აქტივისტი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

კოჯრის გვირაბთან, ივანიშვილის სახლთან  მასზე სტენსილის გაკეთებისთვის ორი აქტივისტი – თამთა გოგოლაძე და შუშანა მაცაბერიძე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

მათ წარწერა “ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი” 21 ნოემბერს გააკეთეს. თამთა გოგოლაძე ამბობს, რომ პოლიციამ კედელი, სადაც წარწერა გაკეთდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიიჩნია.

საპატრულოდან დამირეკეს. კოჯრის გზაზე, გვირაბში 21 ნოემბერს წარწერა გააკეთეთო და ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია შედის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, თქვენ დაჯარიმებული ხართ 1000 ლარით და რადგან ტელეფონზე გესაუბრებით და მისმენთ, ოქმი ავტომატურად ითვლება ჩაბარებულად, შეგიძლიათ 10 დღის ვადაში გაასაჩივროთო“.- წერს თამთა გოგოლაძე ფეისბუქზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share