“ლეიბორისტული” პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ- ეკონომიკური თუ კრიმინალური სიტუაციის მთავარ მიზეზად “ქართული ოცნების” გაუმაძღრობას და მხოლოდ, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას ასახელებს: „მძიმე საშინაო და საგარეო პოლიტიკა, დაქცეული სოციალური მდგომარეობა, მკვდარი ეკონომიკა, შესანიშნავ მდგომარეობაში მყოფი კრიმინალი. საზღვრები ისედაც მორღვეულია…სხვა რაა სახელმწიფო?!
ასეთ დროს ძალით უნდა შეეთრიათ ოპოზიცია პარლამენტში და კოალიციური მთავრობით გადაენაწილებინათ მათთვისაც პასუხისმგებლობა, რაც ხდება და რაც მოხდება იმაზეც, კი არ უნდა გაეყალბებინათ, ამ სულელებს!
მაგრამ არაა! სულელები კი არ არიან, გაუმაძღრები არიან! იმდენი ჭამეს პასუხისგების და ნაშოვნის დაკარგვის ეშინიათ! კიდევ ბევრის შოვნა უნდათ! ფიქრობენ, რომ ამასაც გადააგორებენ და თავიაანთ ჭკუაზე ძველებურად იბიბინებენ!“.