”აბა სადა ხართ 2012 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული გუშაგები. რამდენიმე დამოუკიდებელი, ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტი გვაქვს და მასაც აუქმებენ, შლიან, რეორგანიზაციას ატარებენ, რადგან ხმა ამოიღო სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობაზე. ამნისტია შემოაქვთ, რომელიც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულს ეხება მხოლოდ. მოკლედ, დიახ, თავენს ფარისეველ, მომხვეჭელ და უსინდისო “იდეალებზე” გავიარე. მარტო ძალაუფლებისთვის იბრძოდით მაშინ და ახლაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვით ყველაფრის ფასად. ოღონდ ერთი კია, ეს თქვენი ძალაუფლების ბოლო ფაზაა, ბოლო კი, როგორც სჩანს, ძალიან მწარე იქნება
ქართული ოცნება / Georgian Dream თაღლითებისა და ფარისევლების პარტია ხართ. ” – ასე ეხმაურება გიგი უგულავა ინსპექტორის სამსაზურის გაუქმების ინიციატივას.