გამოვლინდა კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 69 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა.

ჩატარდა 32 741 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.07%; ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.21%.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 924 368 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსს 69 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე კორონავირუსით საქართველოში 13 512 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 228, ქვემო ქართლი – 79, შიდა ქართლი – 56, გურია – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი -42, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 967 საიდანაც:
5 121 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 119, აჭარაში – 535, იმერეთში – 999.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 245 პირი, მათ შორის, თბილისში – 558, აჭარაში – 125, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 301 პირი,  მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 35, იმერეთში – 34.

920 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 592 – თბილისში, 211- აჭარაში.

22 926 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share