“მთავარი” არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გელათის მონასტერის თუნუქის ფილებით გადახურვას ეხმაურება: „ეტყობა გელათთან დაკავშირებული რაღაც ტრავმა აქვს ივანიშვილს, ბავშვობის ან ახალგაზრდობის, თორემ მისი კრიმინალური რეჟიმისგანაც კი წარმოუდგენელია ის, რასაც გელათს მიზანმიმართულად უკეთებენ. გელათს, საქართველოს მთავარ ისტორიულ, და არა მხოლოდ რელიგიურ, სიმბოლოს.
ბატონებო, ადევნეთ თვალი გელათის ცინკის კუბოდ გადაკეთებას. სანამ არ დაინგრევა, უყურეთ დამახინჯებულს. მალე საყურებელიც აღარაფერი დარჩება.
ps საპატრიარქოსთვის მიმართვას აზრია არა აქვს, დიდი ხანია უკვე რეპუტაცია ჩამონგრეული, ქართული მართლმადიდებლობის დამაზიანებელი რუსეთის საეგზარქოსოა“.