ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად გიორგი მარგველაშვილი ჩავიდა.
მას მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ის თქვა, რომ შეკითხვებს ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ უპასუხებს.
მეოთხე პრეზიდენტის ვიზიტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, ისინი მოქმედი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრებენ.
არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა 3 საათი გაგრძელდება.