ავსტრალიის ზოოპარკში გეი პინგვინები მეორედ გახდნენ მშობლები

სიდნეის ზოოპარკის ბინადრები, სფენი და მეჯიქი მეორედ გახდნენ მშობლები.

გეი წყვილმა 2018 წელს შეჯვარების სეზონის დროს ბუდის კეთება დაიწყო, რითაც ზოოპარკის თანამშრომლების ყურადღება მიიქციეს. თავდაპირველად წყვილს სათამაშო კვერცხი მისცეს, მოგვიანებით კი ნამდვილი. სფენიმ და მეჯიქმა გამოჩეკვას თავი უბადლოდ გაართვეს და სულ მალე შვილი, ლარა შეეძინათ.

ორი წლის შემდეგ წყვილმა კვლავ გამოთქვა მამობის სურვილი, მათ ბუდეში ქვა მოიტანეს, რომელსაც კვერცხივით უვლიდნენ. ზოოპარკის ადმინისტრაციამ ქვა მიტოვებული კვერცხით ჩაანაცვლა. რამდენიმე დღის წინ სფენი და მეჯიქი მეორედ გახდნენ მამები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share