რა ხდება გორის სამხედრო ჰოსპიტალში და სად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი? – “ნიუპოსტის” ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ არის.
არსებული ინფორმაციით, სააკაშვილის მოსანახულებლად დედა , გიული ალასანია, და ადვოკატი, ბექა ბასილაია, მივიდნენ, თუმცა მათ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ დახვდათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბექა ბასიალია აცხადებს, რომ არკვევს თუ სად იმყოფება სააკაშვილი:
“ამ ეტაპზე არაფერი ვიცი, დეტალებს ვარკვევ” , – განაცხადა სააკაშვილის უფლებადამცველმა “ნიუპოსტთან” საუბარში.
წყარო newposts