ისტორიული მისია ისტორიული ლიდერების მეთაურობით. ქვეყნის ორი პრეზიდენტი დღეს პირისპირ შეხვედრისას სახალხო შერიგების დეტალებზე შეთანხმდა. მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ საჯაროდ ადასტურებენ, რომ იზიარებენ და მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.
ახლა ჯერი ქვეყნის მოქმედ მეთაურზეა – შეხვდება თუ არა პრეზიდენტი კოლეგებს და აქცევს თუ არა რეალობად სახალხო შერიგების იდეას, სულ რამდენიმე დღეში გაირკვევა. ლიდერების გარდა პროცესს მხარს უჭერს მთავარი ოპოზიციური პარტია და მთლიანად ოპოზიციური სპექტრი. სახალხო შერიგების იდეას მხოლოდ “ქართული ოცნება” აკრიტიკებს.
ტვ მთავარი