საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თითქმის 300 000 შრომისუნარიანი ადამიანი დღეს არის პრაქტიკულად ხელბორკილდადებული.
„მინდა, რომ შევცვალო სოციალური პოლიტიკა – ეს არის ჩემი ამბიცია, გეგმა, ოცნებაც დაარქვით. ის მანკიერი სოციალური პოლიტიკა, რომელმაც თავისი თავი უკვე ამოწურა… თითქმის 300 000 შრომისუნარიანი ადამიანი დღეს არის პრაქტიკულად ხელბორკილდადებული. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არ იმუშაოთ, შეეგუეთ სიღარიბეს და იცხოვრეთ მუდმივად სიღარიბეში. ეს არის კატასტროფა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ არის საშინელი დეპრესია, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობის განცდა ამ ადამიანებში.
600 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს და სახელმწიფო მათ უხდის სოციალურ დახმარებას, რატომ? იმისთვის, რომ არ იმუშაონ. ეს დანაშაულია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.