“სააკაშვილის ადვოკატებმა ეტყობა არ იციან…რას ნიშნავს სიტყვა წამება…ის უნდა დაბრუნდეს საპატიმროში”- ვოლსკი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს და აცხადებს:

“სააკაშვილის ადვოკატებმა ეტყობა არ იციან, რას ნიშნავს სიტყვა – წამება და რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იმისა თუ რა არის წამება, განსაკუთრებით პატიმრების მიმართ ასეთი მხეცური, სადისტური დამოკიდებულება, რომელსაც ადგილი ჰქონდა განზრახ, სახელმწიფო პოლიტიკაში, რომელსაც სააკაშვილი ატარებდა. როდესაც კონსილიუმი, მათ შორის, სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული კონსილიუმი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, რასაკვირველია, ის უნდა დაბრუნდეს საპატიმროში. ის შეიძლება სტრესის მდგომარეობაში ჩავარდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს” ,-აცხადებს ვოლსკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share