“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, როდესაც არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე დაიწყებს საუბარს, მისი პრეზიდენტობის პერიოდი გაიხსენოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შემდეგ მიხვდება მიხეილ საააკშვილი, თუ რა არის არაადამიანური და ადამიანური მოპყრობა.
“ვურჩევდი, როდესაც არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე დაიწყებს საუბარს, გადახედოს 2003-2012 წლების საქართველოს ისტორიას, როდესაც თვითონ ბრძანდებოდა პრეზიდენტი, რა ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში. ვის აუპატირებდნენ, ვის აწამებდნენ, როგორ ექცეოდა ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას, მერე მიხვდება პატიმარი სააკაშვილი, თუ რას ნიშნავს არაადამიანური მოპყრობა, რა არის არის ადამიანური მოპყრობა და რა არის მოპყრობა პატიმართან, როდესაც ის უარს აცხადებს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე“,-განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, როგორც პატიმარ სააკაშვილთან, ასევე ნებისმიერ სხვა პატიმართან მიმართებით არსებობს რეგულაცია და წესი, რომელიც დაცული უნდა იყოს.
„ქართული მხარე კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს არ გასცდება და როგორც პატიმარ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით მიდგომა ადეკვატური იქნება“,-განაცხადა მათიკაშვილმა.