“ოცნება” ჩქარობს- ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია ახალ წლამდე უნდა დასრულდეს

“ქართული ოცნება” ჩქარობს. სადამსჯელო ოპერაცია ლონდა თოლორაიასა და მისი უწყების ყველა თანამშრომლის წინააღმდეგ ახალ წლამდე უნდა დასრულდეს. მმართველმა გუნდმა პოლიტიკური შურისძიების პირველი ნაწილი სისრულეში მოიყვანა.

დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე მოვლენები დრამატულად განვითარდა. მას შემდეგ, რაც “ოცნების” ოდიოზური ლიდერები უარგუმენტოდ დარჩნენ, შეტევაზე გადავიდნენ და ოპონენტებთან და არასამთავრობოებთან ურთიერთობაში ქუჩურ ლექსიკასაც არ მორიდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share