მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება-რატომ დასაჯეს ნინო გოგორიშვილი

რეპრესიების ახალი ტალღა მიხეილ სააკაშვილისა და მედიკოსების წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან ქვეყნის მესამე პრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება. ნინო გოგორიშვილი ხელისუფლების რისხვისა და ზეწოლის ობიექტი მისი განცხადებების შემდეგ ხდება. სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ პრეზიდენტი წამების მსხვერპლია.

ნინო გოგორიშვილმა ამ თემაზე ნიკა გვარამიასთან ისაუბრა და ხელმოწერით დაუდასტურა კიდეც, რომ სააკაშვილისთვის აუცილებელია წამების შემდეგომი სარეაბილიტაციო კურსის გავლა თვისუფლების პირობებში. სწორედ ეს განცხადება გახდა მიზეზი, რომლის გამოც გოგორიშვილი საქმიანობას ჩამოაშორეს. ახალი მკურნალი ექიმის დანიშვნის გადაწყვეტილება მედიასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და ექიმმა გაახმაურეს, რომლებიც ცოტა ხნის წინ ასევე არ შეუშვეს გორის ჰოსპიტალში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share