“მიშა ამბობს, [ნინო გოგორიშვილმა] ასე მითხრაო: “ძალიან ვწუხვარ, ცუდი რამე უნდა გითხრა, მომიწია, რომ გაგწეროო”-გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა გუშინ, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მას მისი გაწერა “მოუწია”.

ამ საკითხზე ნიკა გვარამიას “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში, “ღამის მთავარში” ისაუბრა.

მიშამ თვითონ მითხრა, რომ [ნინო გოგორიშვილმა] ასე მითხრაო: “ძალიან ვწუხვარ, ცუდი რამე უნდა გითხრა, მომიწია, რომ გაგწეროო”. ამაზე [მიხეილ სააკაშვილმა] ჰკითხა – სად მიგყავარო და არ ვიციო მითხრაო. ჩემთან [ნინო გოგორიშვილმა] თქვა, რომ ბოლომდე არ ვიცოდიო, მაგრამ ვიცოდი, რომ რუსთავშიო, – თქვა ნიკა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share