პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოს წევრი, ალეკო ბურჭულაძე:
”დასრულდა ოზურგეთში საკრებულოს სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს მხარი დაუჭირა რა თქმა უნდა „ოცნებამ“, პირველ რიგში ბიუჯეტს …
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას – რა თქმა უნდა ბიუჯეტს, რომელიც არ არის ორიენტირებული მოქალაქეების საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, მხარი არ დავუჭირეთ…ძალიან ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ სწორად და დროულად მოხდეს მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვა. ასევე გავაჟღერეთ, რომ მიუხედავად არსებული შენიშვნებისა, რის გამოც შემოთავაზებულ ბიუჯეტის პროექტს ვერ ექნება ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა, მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში წარმოვადგინოთ ალტერნატიული წინადადებები, რაც უპირველესად ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მაცხოვრებლების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გავუწევთ მონიტორინგს ბიუჯეტის ხარჯვას. ჩვენს გუნდს გააჩნია კონკრეტული ხედვა, რომელიც ითვალისწინებს და კარგად ასახავს მოქალაქეების საჭიროებებისა და პრიორიტებების გათვალისწინებას მუნიციპალურ ბიუჯეტში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული კუთხით.
რაც შეეხება, პანდემიისა და ინფლაციის ფონზე ბიუჯეტიდან შრომითი ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით: 2021 წელი – 3 437 000 ლარი, 2022 წელი – 3 905 000 ლარი. აუცილებელია, რომ ჯერ პენსიები და დახმარებები იზრდებოდეს. ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის უმნიშვნელოვანესია ისეთი ბიუჯეტის მიღება, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს და მათ გადაჭრაში დაეხმარება….. არსებობს ზეპოლიტიკური საკითხები, სადაც ყველანი ერთიანნი უნდა ვიყოთ – ოზურგეთს შეუძლია თანმიმდევრული და ბევრად სწრაფი ტემპით განვითარება.“