„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოზურგეთის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებების გამო მმართველი პარტიიდან ახსნა განმარტებებს ითხოვს
ეს მოთხოვნა დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარებულ ბრიფინგზე მთავარი ოპოზიციური ძალის დეპუტატებმა გააკეთეს
მათი განმარტებით გუშინ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქართული ოცნების მხრიდან ადგილი ქონდა პროვოკაციას რომელიც გათვლილი იყო დარბაზში კვლავ პოლიციის შემოვარდნისა და ოპოზიციონერების დაპატიმრებაზე
პროვოკატორი კი ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი იყო რომელმაც ოპოზიციონერი დეპუტატის ოჯახს შეეხო და ამორალური განცხადებები გააკეთა
ნაციონალები ქართული ოცნებიდან მოითხოვენ საჯაროდ გაემიჯნონ თავმჯდომარის განცხადებას და ბოდიში მოიხადონ მომხდარის გამო
აღსანიშნავია რომ ბრიფინგი ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს დილით გაიმართა თუმცა თავდაპირველად პოლიცია საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ჟურნალისტებს არ უშვებდა
მოგვიანებით კი იმ პირობით შეუშვეს რომ ბრიფინგს სხდომათა დარმაზში თავად დასწრებოდნენ და უშუალოდ გაეკონტროლებინათ მისი მიმდინარეობა.
პოლიციელებმა შეკითხვას თუ ვის ბრძანებას ასრულებდნენ ისინი არ უპასუხეს.
მარიკა ჩხიკვიშვილი მომხდართან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.