“ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძემ დეპუტატებს ახალი წინადადება შესთავაზა, რომლითაც მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, ინსპექტორის თანამშრომლები სამსახურს არ დაკარგავენ და ახლადშექმნილ 2 სამსახურში გადანაწილდებიან.
“გთავაზობთ ასეთ რამეს, რომ ავტომატურად, კანონის ძალით, საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდეს საკუთარი პოზიცია და ისინი შესაბამისად წარმოდგენილი იქნებიან ახალ სამსახურში, რომელიც გამოძიების ფუნქციით იქნება დატვირთული”,- თქვა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე
ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა. ირკვევა, რომ “ოცნება” აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.
პარლამენტში კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.