ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share