ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება:
“ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის დროს ხდება. საქართველოს მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს”.