კობახიძე სააკაშვილზე: რა სასჯელიც აქვს ეგეც მოკრძალებულია

მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით,  სააკაშვილს რა სასჯელიც აქვს შეფარდებული ისიც “მოკრძალებულია”, ადამიანი, რომელიც არ შიმშილობდა და თან მთელი ცხოვრების განმავლობაში მკურნალობას გორის ჰოსპიტალში ითხოვს ეს დისკრიმინაციაა.

“მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშვე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულებები ჩაიდინა, მას აქვს შეფარდებული საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი… როდესაც ადამიანი რეალურად არც შიმშილობდა და მერე მას სახელმწიფომ მთელი ცხოვრებს განმავლობაში გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს – ეს არის აშკარა დისკრიმინაცია”,- ამბობს კობახიძე.

29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, როგორც სააკაშვილის ახლობელები ამბობენ მას არ აქვს ჯანმრთლების ისთი მდგომარეობა რომ ჰოსპიტალიდან გადაეყვანათ. მოგვიანებით პნიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share