“პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას…” – ლონდა თოლორაიას საგანგებო განცხადება

დღეს თქვენ საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც აკეთებდა მაქსიმუმს, რომ გამოეძიებინა მოხელეთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები“, – ამის შესახებ ლონდა თოლორაია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და ეხმაურება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა.

თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორების გვერდის ავლით მიიღო და მიაღწია “მთავარ მიზანს – სახლში გაუშვას სახელმწიფო ინსპექტორი და ავტომატურად, სახელმწიფო ინსპექტორის ყველა მოადგილე“.

ლონდა თოლორაია გამოთქვამს იმედს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი “ამ ყველაზე არაევროპულ კანონს ვეტოს დაადებს“.

კანონი მიღებული იქნა ევროპული ღირებულებების სახელით მაშინ, როცა კანონის განხილვის შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა… ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიას, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის ამ ზუსტ დისკუსიებში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან აცილების გზით. ასევე მიუთითეს, რომ ეს პროცესი საფრთხეს უქმნიდა საქართველოს დემოკრატიას და ძირს უთხრიდა საქართველოს დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

ასევე კანონი მიღებული იქნა არასამთავრობო სექტორის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციის სახელით, იმ რეკომენდაციის გაცემით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის შექმნის დროს წინ ედო იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, თუმცა ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული არ ყოფილა, – ამბობს ლონდა თოლორაია. 

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა არასამთავრობო სექტორის გაცემული ის რეკომენდაცია, რომლებიც გაცემული იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შემდგომ და რომელიც რეალურად ემსახურებოდა ამ სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share