არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” ხელმძღვანელი ირმა გორდელაძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ენერგო-პრო ჯორჯიას წერილს აქვეყნებს, რომელიც მან 15 დღიანი ლოდინის შემდეგ მიიღო. ირმა გორდელაძემ კითხვები ლიხაურში ხეების მასიურად ჭრის გამო დასვა, რომელსაც ენერგო-პრო ჯორჯია ანხორციელებს:
“ენერგო-პრო-ჯორჯია”-სგან მოგვივიდა 15 დღიანი ლოდინის შემდეგ პასუხი?
არც ნებართვები, არც დოკუმენტაციები, მხოლოდ 2013 წელს რაც დავგეგმეთ ახლა ვასრულებთო.
რა მოითხოვა ჩვენმა ორგანიზაციამ?
რა პროექტია, ნებართვები, პროექტის განხორციელების ეტაპები…სრულიად გურიაში და არამარტო სოფელ ლიხაურში.
გავედი კომპანიასთან კონტაქტზე. ავუხსენი რომ ეს პასუხი ნათელს არ ფენს მათ საქმიანობას.
თუ უკეთეს პასუხს მივიღებ, მოგაწვდით.
ნებართვების მოთხოვნა უკავშირდება ხეების ჭრას და გატანას სოფელ ლიხაურიდან.” – წერს ირმა გორდელაძე.